კომპანიის ისტორია

ჩვენს გუნდში 50-ზე მეტი კომპეტენტური პროფესიონალი მუშაობს. ვაბაკო საქართველოში ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერია, რომელიც 2014 წლიდან ეხმარება ქართულ და უცხოურ კომპანიებს პროცესების გაციფრულებაში.

ღირებულებები

ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა ჩვენი თანამშრომლებია. ვცდილობთ, შემოვიმატოთ გავაძლიეროთ ადამიანები, რომელთაც სურთ წარმატების მიღწევა და შეუძლიათ რთული გამოწვევების დაძლევა.

ჩვენი უმთავრესი მიზანი ბიზნესზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტის შეთავაზებაა. მიზანი მიღწეული იქნება, თუ სისტემა მომხმარებლებს ფინანსურ ღირებულებას და გრძელვადიან სტრატეგიულ წარმატებას მოუტანს.

ხარისხი უმნიშვნელოვანესია და არ ვცნობთ კომპრომისებს. ხარისხი ნიშნავს მრავალფუნქციურ, მარტივ, გასაგებ და დახვეწილ სისტემას, რომელიც უსაფრთხო, სტაბილური და სწრაფია. ვცდილობთ, ყოველდღიურად უფრო მივუახლოვდეთ სრულყოფილებას.

ფინანსური ზრდის გარეშე ვერც ჩვენს პარტნიორებს მოვუტანთ წარმატებას. გრძელვადიანი სტაბილურობა საშუალებას გვაძლევს, გუნდში დავიმატოთ საუკეთესო თანამშრომლები, ვიყოთ ინოვაციურები, შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და უზრუნველვყოთ მომხმარებლების წარმატება.

ვაბაკოს დაარსება
ვაბაკომ დაიწყო ოპერირება ექვსი თანამშრომლით.
2015
სამედიცინო მიმართულების განვითარება
შექვმენით და დავნერგეთ საქართველოში წარმოებული ერთერთი ყველა დიდი პროგრამული უზრუნვეყოლფა სამედიცინო მიმართულებით.
2021
მარაგების მართვის პროდუქტი
შევქმენით და დავნერგეთ საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმადგი და მასშტაბური მარაგების მართვის სისტემა.
2014
HR მიმართლების ჩამოყალიბება
შევქმენით პირველი პროდუქტი HR მიმართულებით და დავნერგეთ ის რამოდენიმე დიდ ორგანიზაციაში.
2018
ექიმოს ისტორია
2020 წელს შევქმენით ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა EKIMO. 2022 წლიდან დამოუკიდებელ ბიზნესად აგრძელებს წარმატებით ოპერირებას.
2023
მომავალი
ვაგრძელებთ პროდუქტების განვითარებას ქართული და უცხოეური ბაზრებისთვის.

თანამშრომლები

ჩვენს გუნდში 50-ზე მეტი კომპეტენტური პროფესიონალი მუშაობს.

როგორ ვხედავთ საკუთარ თავს?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ ციფრულ პროდუქტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციურ, ჩართულ და ერთგულ ადამიანებთან ერთად.

როგორ უნდა დასაქმდე ვაბაკოში

გამოგზავნე CV ან რეზიუმე ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე:

   

jobs@vaba.co

როგორი უნდა იყო რომ გახდე ვაბაკოს თანამშრომელი?

პოპულარული პროფესიები ჩვენთან