ვაბაკო აცნობიერებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის მნიშვნელობას. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა იმისთვის, რომ გაცნობოთ თუ როგორ გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, მასზე წვდომის შემდეგ. ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოგიდგენთ ჩვენს პრაქტიკას, თუ როგორ იღებს, აგროვებს, იყენებს, ინახავს და ამჟღავნებს ვაბაკო იმ კლიენტებისგან შეგროვილ ინფორმაციას, რომლებიც შედიან და იყენებენ ჩვენს ვებ-საიტს, დაკავშირებულ მობილურ ვებ-საიტს და მობილურ აპლიკაციას (ერთად „ვებ-საიტები“ ან „პლატფორმა“ ან „მომსახურება“) და საიტზე შეთავაზებულ მომსახურებას („მომსახურება“).

ვებ-საიტებისა და მომსახურების გამოყენებით ან ხელმისაწვდომობით თქვენ აცხადებთ თანხმობას მტკიცედ დაიცვათ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


თუ თქვენ არ დაეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ თქვენთვის ხელმიუწვდომელი არ იქნება ჩვენი ვებ გვერდი და მისი სხვაგვარად გამოყენება ან მასში მონაწილეობის მიღება.

ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის ძირითადი ასპექტები, რომლებიც აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მოიცავს შემდეგ განმარტებებს:


  • ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია - და რატომ ვაგროვებთ მას.

  • როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას.

  • როგორ ვაზიარებთ ინფორმაციას; და

  • რა  არჩევანს გთავაზობთ.


პერსონალური მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ

ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ ან თქვენ შეგიძლიათ ნებაყოფლობით მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები მომსახურების მიღებისას. პერსონალური მონაცემები, რომლებიც თქვენ შეიძლება მოგვაწოდოთ, შეიძლება შედიოდეს:


  • თქვენი სახელი.

  • თქვენი დაბადების თარიღი და ასაკი.

  • თქვენი დაბადების ადგილი.

  • თქვენი სქესი.

  • თქვენი ოჯახური მდგომარეობა.

  • თქვენი ეროვნება.

  • თქვენი მოქალაქეობა.

  • ენები, რომლებსაც ფლობთ.

  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, შეუზღუდავად, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სოციალური ქსელების პროფილების ბმულები).

  • ადგილმდებარეობა და საცხოვრებელი მისამართი.

  • დემოგრაფიული მონაცემები (მაგალითად, თქვენი სქესი და დაბადების თარიღი).

  • თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერი ან ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი, გამცემი ქვეყანა.

  • თქვენი IP მისამართი.

  • თქვენი განათლება.

  • თქვენი მართვის მოწმობის მონაცემები.

  • თქვენი სამუშაოს და ანაზღაურების მონაცემები.

  • სხვა პერსონალური მონაცემები.


სხვა მონაცემები/ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ:

როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ გვერდს, ჩვენ შეგვიძლია თქვენგან ავტომატურად მივიღოთ სხვა ისეთი ინფორმაცია,  როგორიცაა ვებ-საიტის  IP მისამართი, ნანახი ვებ-გვერდები, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ბმულების მომსახურება, საძიებო ინფორმაცია, მოწყობილობის ტიპი, გვერდების ნახვები, გამოყენება, და მომსახურების დათვალიერების ჩვევები და მსგავსი მონაცემები. ჩვენ აგრეთვე შეიძლება ჩვენი კლიენტებისგან შევაგროვოთ დემოგრაფიული ინფორმაცია (მაგალითად, კლიენტების რაოდენობა გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე) ისე, რომ არ მოხდეს რომელიმე პიროვნების იდენტიფიცირება. ჩვენ აგრეთვე შეიძლება დამოუკიდებლად შევაგროვოთ ინფორმაცია მომსახურებასთან დაკავშირებით, მივიღოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მესამე მხარეებისგან, და შევაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია, ადრე შეგროვებული პირადი ინფორმაციის ანონიმიზაციის გზით.

გარკვეულ შემთხვევებში, ავტომატური საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებისას, რომელიც არ იძლევა პიროვნების დადგენის საშუალებას, ჩვენ შეიძლება უნებლიედ შევაგროვოთ ან მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირადობის დადგენის საშუალებას და ასეთი ინფორმაცია შეერიოს ინფორმაციას, რომელიც არ იძლევა პირადობის დადგენის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონივრულ ძალისხმევას ვიჩენთ, რათა თავიდან ავიცილოთ მონაცემების ასეთი შემთხვევითი შეგროვება, ამის შესაძლებლობა მაინც არსებობს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ უნებლიედ შევაგროვეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, გთხოვთ შეგვატყობინოთ contact@vaba.co-ზე


ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ქვემოთ აღწერილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ მოგვცემთ ნათელ თანხმობას ამ ინფორმაციის სხვაგვარად გამოყენებაზე, თქვენგან პერსონალური მონაცემების შეგროვების დროს, ან თანხმობს სხვა ფორმით ან შეტყობინებით: 


  • ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეგროვდება მომსახურების გაწევისას.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენს კითხვებზე ან მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მიზნით.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემებით ქვენთან კავშირისთვის და დროდადრო ჩვენი მომსახურების შესახებ ელექტრონული წერილების გასაგზავნად. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მივაწვდით თქვენს პერსონალური მონაცემებს მესამე პირებს თქვენთან უშუალოდ დასაკავშირებლად, თუ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით სხვა რამ არ არის ნებადართული ან თქვენ არ განაცხადებთ თანხმობას.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სარეკლამო და მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის შეგატყობინოთ ინფორმაცია ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების პროდუქტების, მომსახურების, ფუნქციების ან სარეკლამო აქციების შესახებ და მოგაწოდოთ საინფორმაციო წერილები, სტატიები, ანგარიშგებები და განცხადებები.

  • ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ნებისმიერი სხვა მიზნით, რომლისთვისაც თქვენ, თქვენი დამსაქმებელი ან თქვენი დამსაქმებლის წარმომადგენელი პირდაპირ მოგვცემთ უფლებას.

  • ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს (ერთად წოდებულნი „გარე მიმწოდებლები“) იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც მოგვაწოდეთ ასეთი ინფორმაცია.

  • ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ პერსონალური მონაცემები, როგორც ამას მოითხოვს კანონი ან სასამართლო პროცესი.

  • ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვაბაკოსთან აფილირებულ იურიდიულ პირებს, იმ პირობით, რომ მათი კონფიდენციალურობის პრაქტიკა არსებითად ჩვენი პოლიტიკის მსგავსია.


ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები:

ქუქი-ფაილები არის ინფორმაციის ნაწილები, რომლებიც შეიძლება განათავსოს თქვენს კომპიუტერში მომსახურების მიმწოდებელმა მასთან თქვენი კავშირისა და ურთიერთქმედების ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით. ბევრი მომსახურების მიმწოდებელი იყენებს ქუქი-ფაილებს ამ მიზნებისათვის. ჩვენ ჩვენს ვებ გვერდზეში შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები (და მსგავსი ელემენტები, მაგალითად, clear gifs, veb beacons, tags და ა. შ.) თქვენი ვებგვერდზე ვიზიტის თქვენზე მორგების მიზნით და სხვა მიზნებისთვის, რათა თქვენი ვებგვერდზე ვიზიტი უფრო მოსახერხებელი გახდეს ან ჩვენ მომსახურების გაუმჯობესების საშუალება მოგვეცეს. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია გამოვიყენოთ და განვათავსოთ თქვენს კომპიუტერში ჩვენი მომსახურების მომწოდებლების ქუქი-ფაილები (და მსგავსი ელემენტები) მომსახურებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ესენია ანალიტიკის მიმწოდებელი, რომელიც გვეხმარება კლიენტის მიერ მომსახურების გამოყენების მართვასა და გაანალიზებაში. გარდა ამისა, ჩვენი რეკლამის განმთავსებლებმა და ბიზნეს პარტნიორებმა შეიძლება დააყენონ ქუქი-ფაილები და მსგავსი ელემენტები თქვენს კომპიუტერში, როდესაც იყენებთ ჩვენს ვებ გვერდს.

თქვენ შეიძლება უარი თქვათ თქვენს ბრაუზერში თვალის დევნების (ე.წ. „თრექინგის“) ტექნოლოგიების მუშაობაზე,  თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. თუმცა, თუ თქვენ დაბლოკავთ “თრექინგის“ ყველა ტექნოლოგიას, ჩვენმა ვებ გვერდმა შეიძლება არ იმუშაოს გამართულად. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ასეთი დაბლოკვა მოხდეს ცალ-ცალკე თითოეულ ბრაუზერში და თითოეულ მოწყობილობაზე.


გაანალიზება და კონვერსიების თვალის დევნება

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ გაანალიზების პროგრამა, რომელიც იყენებს ქუქი-ფაილებს, JavaScript-ს და მსგავს ტექნოლოგიებს, რათა დაგვეხმაროს იმის გაანალიზებაში, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენ ვებ გვერდს. ამ პროგრამის მიერ გენერირებული ინფორმაცია თქვენს მიერ მომსახურების გამოყენების შესახებ (მათ შორის თქვენი IP მისამართი ან თქვენი IP მისამართის შემოკლებული ვერსია) გადაეცემა და ინახება გაანალიზების პროგრამი მომწოდებლის სერვერებზე. ამ მომსახურების მიმწოდებლები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ თქვენს და სხვა მომხმარებლების მიერ მომსახურების გამოყენების შესაფასებლად, ვებ-გვერდზე ჩვენი საქმიანობის შესახებ ანგარიშგებების შესადგენად და ვებ-გვერდის საქმიანობასთან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად.

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის შესახებ, მათ შორის თქვენი IP მისამართის, ოპერაციული სისტემის და ბრაუზერის ტიპის შესახებ, სისტემის ადმინისტრირებისთვის და ანგარიშგებების შედგენისთვის. ეს არის სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებს ატარებენ მომხმარებლები „ბროუზინგის“ დროს. 


ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია

თქვენს მიერ მომსახურების მიღების ან  ჩვენი ელექტრონული წერილების  HTML ფორმატში გახსნის დროს ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად ჩავწეროთ გარკვეული ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებული ჩვენი ვებ გვერდის ქუქი-ფაილების და სხვა სახის თვალის დევნების (ე.წ. თრექინგის) ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს "ავტომატურად შეგროვებული" ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტ პროტოკოლის მისამართს ("IP მისამართი"), მომხმარებლის უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, მოწყობილობის ტიპს, მოწყობილობების იდენტიფიკატორებს, ბრაუზერის ტიპებს და ენას, გადასვლის და გამოსვლის გვერდებს, პლატფორმის ტიპს, დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიას, სისტემის ტიპს, მასალის შემცველობას და გვერდებს, რომლებზეც იყენებთ სერვისის მიღებისას, დაწკაპუნებების რაოდენობას, სხვადასხვა გვერდებზე გატარებულ დროს, მომსახურების გამოყენების თარიღებს და დროს და სხვა მსგავს ინფორმაციას. თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი IP მისამართი შეიძლება იურიდიულად ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციად.

ჩვენი ვებ გვერდში შეიძლება შედიოდეს  სოციალური ქსელების ღილაკები, მაგალითად, ესენი შეიძლება იყოს Facebook, LinkedIn, Twitter და Instagram (რომლებშიც შეიძლება შედიოდეს ვიჯეტები, მაგალითად, „გაზიარება“, ან სხვა ინტერაქტიული მინი პროგრამები). ეს ფუნქციები შეიძლება აგროვებდეს თქვენი IP მისამართზე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გვერდზე გადახვედით ჩვენს სერვისებზე, და შეიძლება დაყენებული იქნას ქუქი-ფაილები, რათა ეს ფუნქცია სწორად შესრულდეს. თქვენი ურთიერთქმედება ამ პლატფორმებთან რეგულირდება მათი მიმწოდებელი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკით.


უსაფრთხოება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. როდესაც ჩვენ ონლაინ ვაგროვებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს, ჩვენ ვიყენებთ გონივრულ ძალისხმევას, რათა დავიცვათ ეს ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისგან. თუმცა, ინტერნეტისთვის დამახასიათებელი გახსნილობის გამო ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სრულიად იქნება დაცული მესამე პირების, მაგალითად, ჰაკერების უნებართვო ხელყოფისგან, და ჩვენი მომსახურების გამოყენება თქვენს მიერ ადასტურებს, რომ თქვენ გააზრებული გაქვთ ასეთი რისკის არსებობა. ჩვენ შევქმენით გონივრული ფიზიკური, ელექტრონული და მმართველობითი პროცედურები, რათა დავიცვათ ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ. თქვენს პერსონალური მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ის სჭირდებათ თქვენი მომსახურებისას თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად. 


არასრულწლოვანთა დაცვა

როგორც წესი, ჩვენ არ ვაგროვებთ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის პერსონალურ მონაცემებს. თუ მომავალში დავგეგმავთ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ასეთი შეგროვება და გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, და მოთხოვნილი იქნება არასრულწლოვნის მშობლის ან მეურვის შესაბამისი თანხმობა. თუ შევიტყობთ, რომ 16 წლამდე არსრულწლოვნის პერსონალური მონაცემებიშეგროვდა მისი მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გონივრულ ძალისხმევას, რომ წავშალოთ ასეთი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.


მესამე პირები

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს მხოლოდ ვაბაკოს კონფიდენციალურობის პრაქტიკას. ეს არ ეხება მესამე მხარეების ვებ-საიტების, მომსახურების ან დანართების პრაქტიკას, თუნდაც იმ პირებისას, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ან დაკავშირებული ვართ. მესამე მხარეების მომსახურების მიმწოდებლები თქვენს ინფორმაციას ამუშავებენ საკუთარი პრაქტიკისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ პოლიტიკაზე, პრაქტიკაზე ან თქვენი ინფორმაციის დამუშავებაზე. როდესაც თქვენ ჩვენი სერვისიდან გადადიხართ სხვა სერვისზე შესაბაისი ბმულით, თქვენ ამას აკეთებთ საკუთარი რისკით.


ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ჩვენი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები და დამატებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან ამოვიღოთ იქიდან გარკვეული ნაწილები. ამასთან, თუ მომავალში დავგეგმავთ პერსონალური მონაცემებისიმგვარად გამოყენებას, რაც არსებითად განსხვავებული იქნება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკისგან, ჩვენ ასეთ ცვლილებებს განვათავსებთ პლატფორმაზე. თქვენს მიერ მომსახურების შემდგომი გამოყენება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ასეთ ცვლილებებს.


კავშირი ვაბაკოსთან

ჩვენთვის თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (მათ შორის თქვენი ელ. ფოსტის მისამართის, ფიზიკური მისამართის და ტელეფონის ნომრის) მოწოდებით (ერთად წოდებული „არხები“) თქვენ ეთანხმებით ჩვენგან შეტყობინებების მიღებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს „არხები“ თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაგზავნად, ან ჩვენს ან ჩვენი პარტნიორების მიერ შემუშავებული ან მიწოდებული პროდუქტების  ან მომსახურების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად, იმ პირობით, რომ არ გადავცემთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას სხვა მხარეს, რათა მათ პირადად არ შემოგთავაზონ თავიანთი პროდუქტები ან მომსახურება, თქვენი თანხმობის გარეშე, ან როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.


საიტის გამოყენების პირობები:

ამ მომსახურების გამოყენება რეგულირდება და ექვემდებარება „მომსახურების პირობებს“, რომლებიც განთავსებულია მისამართზე: https://vabaco.ge/terms-of-service/ („პირობები“). წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეტანილია „პირობებში“. თქვენს მიერ მომსახურების გამოყენებით ან ხელმისაწვდომობით თქვენ ეთანხმებით ამ დებულებების დაცვას.


თუ თქვენ არ დაეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ თქვენთვის ხელმიუწვდომელი იქნება ჩვენი მომსახურება და მისი სხვაგვარად გამოყენება ან მასში მონაწილეობის მიღება.


მოქმედი კანონმდებლობა:

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარ ჩვენი ვალდებულებები რეგულირდება ქართული კანონმდებლობით.


კონტაქტი:

კონფიდენციალურობის შესახებ კითხვების შემთხვევაში ან გასარკვევი საკითხების არსებობისას, დაგვიკავშირდით  contact@vaba.co.