VABACO INVENTORY: მარაგების მართვის ყველაზე წარმადი სისტემა საქართველოში

მარაგების მართვის თანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია მაღალი წარმადობის ოპერაციებისთვის

რეგულაციებთან შესაბამისობა და ეფექტურობა

მარეგულირებელ პლატფორმებთან (როგორებიცაა RS.GE და TraceMeds) სრული ინტეგრაციის შედეგად, მარტივი ხდება რეგულაციების დაცვა და სატრანსპორტო დოკუმენტების ეფექტურად მართვა, ისევე, როგორც ფარმაცევტული მარაგების მიკვლევა აფთიაქებისთვის.

ფინანსების მართვის გაუმჯობესება

ბუღალტრული აღრიცხვის სისტემებთან ინტეგრაციით, მარაგებთან დაკავშირებული ინფორმაცია მუდმივად სინქრონიზებულია, რაც ზუსტი ფინანსური ჩანაწერების გაკეთების და პროცესების გამარტივების საშუალებას გაძლევს.

მარაგების ოპტიმალური კონტროლი

თვალის დევნება რეალურ დროში, მოთხოვნის პროგნოზირება და სერიული ნომრის მონიტორინგი უზრუნველყოფს მარაგის უშეცდომოდ მართვას, ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას და მაქსიმალურ ეფექტურობას.

მარაგების მონიტორინგი რეალურ დროში

მუდმივად აკონტროლე და განაახლე პროდუქციის სტატუსი, რაოდენობა და მდებარეობა მინიმალური დაყოვნებით. მიიღე დროული და ზუსტი ინფორმაცია მარაგების ნაშთების და მოძრაობის შესახებ.

მარაგების მართვა მრავალ საწყობში

მარაგების ეფექტური მეთვალყურეობა და კონტროლი მრავალ ლოკაციაზე. საწყობებში გადანაწილება და მონიტორინგი გეხმარება,  მოახდინო ნაშთების ოპტიმიზაცია და მარტივად დააკმაყოფილო მოთხოვნები.

მარაგების დაგეგმარება და მოთხოვნები

გამოიყენე ისტორიული მონაცემები და სისტემის ანალიტიკის საშუალებები პროდუქციიის მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირებისთვის. შეამცირე გამოლევის პრეცედენტები მინიმუმამდე და აირიდე ზედმეტი ხარჯი.

კომპანიებს შორის ლოგისტიკა

ერთსა და იმავე კორპორატიულ ჯგუფში შემავალ დაწესებულებებს ეფექტურად შეუძლიათ საქონლის ტრანსპორტირება და გადანაწილება. შვილობილ კომპანიებს შორის მარტივია მარაგის შეუფერხებელი მოძრაობა და მიწოდების ჯაჭვის მართვა.

სერიები და პარტიების მონიტორინგი

მიანიჭე უნიკალური იდენტიფიკატორები პროდუქციის ცალკეულ პარტიებს ან სერიებს. მარტივად მიაკვლიე მარაგებს და აკონტროლე ხარისხი. განსაკუთრებით გამოსადეგია ინდუსტრიებისთვის, სადაც პროდუქციის უსაფრთხოება და რეგულაციების დაცვა პრიორიტეტულია.

ვარგისიანობის ვადების კონტროლი

თვალი ადევნე მალფუჭებადი საქონლის ვადის გასვლის დროს. უზრუნველყავი დროული ბრუნვა, გამოყენება ან განადგურება და შეამცირე ნარჩენები მინიმუმამდე. მუდმივად განახლებული მარაგით, გაზრდი ოპერაციების ეფექტურობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას.

ინტეგრაცია RS.GE-სთან და NBG-თან

დააკავშირე მარაგების მართვის სისტემა სახელმწიფოს პლატფორმებთან და მარტივად მართე სატრანსპორტო დოკუმენტები. მონაცემთა მიმოცვლით გექნება ზუსტი დოკუმენტაცია, დაიცავ რეგულაციებს და ეფექტურად მოახდენ ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას RS.GE-სთან. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ინტეგრაციით ავტომატურად მიიღებ სისტემაში მიმდინარე გაცვლით კურსებს.

ინტეგრაცია TraceMeds-თან აფთიაქებისთვის

დააკავშირე მარაგების მართვის სისტემები ფარმაცევტული მიკვლევადობის პორტალთან „TraceMeds“. თვალი ადევნე ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვს, დაიცავი რეგულაციები, პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურად გაუმკლავდი ფალსიფიცირებულ მედიკამენტებს.

ინტეგრაცია საბუღალტრო სისტემასთან

სააღრიცხვო სისტემებთან ინტეგრაციის გზით, შეგიძლია ინვენტარის მონაცემების შეუფერხებელი სინქრონიზაცია ფინანსურ მონაცემებთან, რაც უზრუნველყოფს სიზუსტეს და ეფექტურობას ფინანსების მართვაში.

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

მარაგის მართვის პროცესი სრულად ტრანსფორმირდა უწყვეტი ინტეგრაციით და ზუსტი მონიტორინგით, რაც ოპერაციების ოპტიმიზაციის საშუალებას გვაძლევს და ზრდის ეფექტურობას. ვუწევთ რეკომენდაციას!

დიდი ორგანიზაციები იყენებენ VABACO INVENTORY-ის

ჩვენი პარტნიორი კომპანიები ყოველდღიურად მარტივად აკეთებენ ათიათასობით ტრანზაქციას Vabaco Inventory-ის დახმარებით.

0

მართული პროდუქტი

0

ტრანზაქცია დღეში