ვაბაკო — წამყვანი ბიზსნეს პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საქართველოში.
გამოიწერე სიახლეები!
ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა ყველანაირი კომუნიკაცია გაამარტივა. სერვისულ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, ბანკინგი, ტრანსპორტირება, მიტანის სერვისი და სხვა, IT სულ უფრო აქტიურად გამოიყენება.
ბოლო წლების გამოცდილებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიები, რომლებიც ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებენ, სხვებთან შედარებით, კონკურენტულ უპირატესობაში არიან და მომხმარებლები მათთან ურთიერთობას ამჯობინებენ.
მოსალოდნელია, რომ მომავალში, რაც მეტად გაიზრდება ახალგაზრდა თაობის როლი ეკონომიკაში, მით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება სწრაფ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე.
ბუნებრივია, ინფორმაციული ტექნოლოგიები ჯანმრთელობის დაცვის საკითხსაც შეეხო. ჯანდაცვის IT პაციენტების ურთიერთობას აადვილებს ექიმებთან, აფთიაქებთან, კლინიკებთან და საავადმყოფოებთან.
ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებითაც კლინიკები ციფრულად მართავენ პროცესებს, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემა ეწოდება, მას მეორენაირად ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) სისტემას უწოდებენ. ეს ორი ტერმინი თავდაპირველად სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდა, მაგრამ დღეს დასავლეთში სინონიმებად გამოიყენება.
EHR-ი პაციენტის მკურნალობის პროცესს მთლიანად აციფრულებს, როგორც კლინიკურ, ისე – ადმინისტრაციულ ნაწილში. ის საავადმყოფოებისა და კლინიკების გამართულად მუშაობის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მსოფლიოს თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები EHR-ს აქტიურად იყენებენ: მის გარეშე, კლინიკის პროცესების მოგვარება ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება.
საქართველოსთვის ეს ტერმინები შედარებით ახალია. ამ პოსტში ვეცდებით მარტივად და გასაგებად ავხსნათ რატომ არის ასეთი სისტემების გამოყენება მომგებიანი როგორც კლინიკის, ისე – პაციენტებისთვის.
რა ფუნქციონალს მოიცავს ტიპური EHR-ი
EHR-ი ორ ფუნქციურ, კლინიკურ და ადმინისტრაციულ მოდულად შეგვიძლია დავყოთ:
კლინიკური მოდული: მოიცავს ყველაფერს, რაც უშუალოდ პაციენტის მკურნალობას ეხება. მისი რამდენიმე ნაწილია:
რომ შევაჯამოთ, ეს მოდული ექიმებისა და ექთნების ყოველდღიურ სამუშაოებს აწესრიგებს და მათ პაციენტის ჯანმრთელობაზე სრულ ინფორმაციას აწვდის, რაც, ბუნებრივია, რომ აუცილებელი კომპონენტია ეფექტური მკურნალობისთვის.
ადმინისტრაციული მოდული: კომერციული რეალობიდან გამომდინარე, ჯანდაცვას, ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ესაჭიროება ხელსაწყოები ჩანაწერების გასაკეთებლად. მაგალითად, ადმინისტრაციული მოდულის ნაწილებია:
აღნიშნული მოდულები EHR-ის ფუნქციონალურ კატეგორიებს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია ის მომხმარებლის კონტექსტის მიხედვითაც დავყოთ:
ამბულატორიასა და სტაციონარში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა აღინიშნება თანაკვეთაც. შესაბამისად, მათ ელექტრონულ სამედიცინო ისტორიებსაც დიდი ფუნქციური თანაკვეთა აქვთ. მაგალითად, ორივეგან საჭიროა ბილინგი და კლინიკური დოკუმენტაცია, მაგრამ ხშირად განსხვავებულია მათი ფარგლები და პრიორიტეტები.
EHR-ს სარგებლობა მოაქვს სამედიცინო დაწესებულების იმ პერსონალისთვის, რომელიც მას უშუალოდ იყენებს (სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი) და ასევე პაციენტებისთვის. ჩამოვთვალოთ თითოეულის სარგებელი ცალ-ცალკე:
რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს სამედიცინო პერსონალისთვის
რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს პაციენტებისთვის
რა პრობლემებს მოაგვარებს EHR-ი საქართველოში
საქართველოში ბოლო წლებში სამედიცინო ინდუსტრია ძალიან აქტიურად ვითარდება და ტექნოლოგიებიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. შესაბამისად, ჯანდაცვის IT-ის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვისაც.
გარდა იმ ფაქტისა, რომ სახელმწიფოსგან ელექტრონული სისტემების დანერგვის ბიძგი იგრძნობა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავი სირთულე იჩენს თავს.
ჩამოვთვალოთ კლინიკებისა და ჰოსპიტალების რამდენიმე პრობლემა:
მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ამ და სხვა მსგავსი პრობლემების მოგვარება EHR-ის დანერგვის შემთხვევაში ბევრად მარტივდება. ეს კი არა მხოლოდ კლინიკების მუშაობასა და სარგებელს, არამედ – პოტენციური კლიენტების რიცხვსაც გაზრდის. შეიძლება, ცოტა უხერხული იყოს პაციენტებზე, როგორც კლიენტებზე საუბარი, მაგრამ უნდა გავითვალისწინთ, რომ პაციენტი გადაწყვეტილებას იღებს რომელ სამედიცინო დაწესებულებას მიანდოს საკუთარი ჯანმრთელობა. თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე, მოწესრიგებულ კლინიკას კი ბაზარზე, ბუნებრივია, უპირატესობა ექნება.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. არსებობს კიდევ რამდენიმე ბენეფიტი, რაც EHR-ის დანერგვას მოჰყვება კლინიკებსა და ჰოსპიტალებში:
ვაბაკო — წამყვანი ბიზსნეს პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საქართველოში.
გამოიწერე სიახლეები!