როგორ გამოვიანგარიშოთ – დაგროვებითი პენსია

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია დაგროვებითი გახდა. დაგროვებითი საპენსიო სქემა გულისხმობს შენატანებს, რომლებსაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო განახორციელებენ.

საქართველოს მოქალაქეებს (არარეზიდენტების გარდა) და რეზიდენტებს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ექნებათ. მათ საპენსიო სააგენტო შეუქმნის თითოეულ მონაწილეს. საინვესტიციო სამსახური კი საპენსო აქტივებს საერთაშორისო და ფინანსურ ინსტრუმენტებში დააინვესტირებს.

ადამიანის ინდივიდუალურ ანგარიშზე დასაქმებული და დამსაქმებელი ხელფასის გაცემიდან მაქსიმუმ 15 კალენდარულ დღეში დასაქმებულის თვიური დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავენ. ეს ყველა დასაქმებულს შეეხება, თუ მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 60000 ლარზე მეტი არაა.

სახელმწიფო იმ შემთხვევაში რიცხავს 2%-ს, როდესაც ადამიანის წლიური დასაბეგრი ხელფასი ან შემოსავალი 24000 ლარს არ აღემატება. 24000 – 60000 ლარიანი წლიური შემოსავლის/ხელფასის დროს კი 1%-ს რიცხავს. დამსაქმებელი და სახელმწიფო შენატანებს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ახორციელებენ.

პროცენტის გამოთვლის დროს ბონუსებიც და პრემიებიც იქნება გათვალისწინებული.

ეს რიცხვები უფრო მარტივად ამ ცხრილზე შეიძლება აღიქვათ:

მაგალითი #1

ლევანის დასაბეგრი ხელფასი 1250 ლარია, ანუ ხელზე ის 1000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 15000 ლარი გამოდის:

1250 * 12 = 15000

15000 < 24000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 25 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს:

1250 * 0.02 = 25

დამსაქმებელიც 2%-ს, ანუ 25 ლარს რიცხავს. ასევეა თავად დასაქმებულიც, ანუ ლევანი. ლევანს თავისი 2% ხელფასიდან მოაკლდება, შესაბამისად, მისი ხელფასი ხელზე თუ 1000 ლარი იყო, ახლა 25 ლარით შემცირდება:

1000 – 25 = 975

მაგალითი #2

ლევანის დასაბეგრი ხელფასი 3750 ლარია, ანუ ხელზე ის 3000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 45000 ლარი გამოდის:

3750 * 12 = 45000

45000 > 24000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 37.5 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი ხელფასის 1 პროცენტს:

3750 * 0.01 = 37.5

დამსაქმებელი 2%-ს, ანუ 75 ლარს რიცხავს:

3750 * 0.02 = 75

ასევეა თავად დასაქმებულიც, ანუ ლევანი. ლევანს თავისი 2% ხელფასიდან მოაკლდება, შესაბამისად, მისი ხელფასი ხელზე თუ 3000 ლარი იყო, ახლა 75 ლარით შემცირდება:

3000 – 75 = 2925

თვითდასაქმებულებისთვის ეს ნებაყოფლობითი იქნება

თვითდასაქმებულებისთვის ეს ნებაყოფლობითი იქნება და ვინაიდან თავადვე არიან დამსაქმებლებიცა და დასაქმებულებიც, სურვილის შემთხვევაში, ისინი დასაბეგრი შემოსავლის 4%-ს გადარიცხავენ. ეს მაშინ, როდესაც მათი შემოსავალი 60000 ლარს არ აღემატება.

მაგალითი #3

ლევანის დასაბეგრი შემოსავალი თვიურად 1250 ლარია, ანუ ხელზე ის 1000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი 15000 ლარი გამოდის:

1250 * 12 = 15000

15000 < 24000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 25 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტს:

1250 * 0.02 = 25

ლევანს კი 4%-ის, ანუ 50 ლარის ჩარიცხვა მოუწევს:

1250 * 0.04 = 50

შესაბამისად, მისი შემოსავალი დაბეგვრის შემდეგ თუ 1000 ლარი იყო, ახლა 50 ლარით შემცირდება:

1000 – 50 = 1950

 

მაგალითი #4

ლევანის დასაბეგრი შემოსავალი თვიურად 3750 ლარია, ანუ ხელზე ის 3000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი 45000 ლარი გამოდის:

3750 * 12 = 45000

45000 > 24000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 37.5 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი შემოსავლის 1 პროცენტს:

3750 * 0.01 = 37.5

ლევანს კი 4%-ის, ანუ 150 ლარის ჩარიცხვა მოუწევს:

3750 * 0.04 = 150

შესაბამისად, მისი შემოსავალი დაბეგვრის შემდეგ თუ 3000 ლარი იყო, ახლა 150 ლარით შემცირდება:

3000 – 150 = 1850

საპენსიო ანგარიშების აქტივები პირად საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ მისი განკარგვის უფლება საპენსიო ასაკში უჩნდება ადამიანს. ამ დროს მას შეუძლია საკუთარ ანგარიშზე არსებული აქტივის ღირებულების შესაბამისი თანხა ერთჯერადად, სრულად აიღოს ან რეგულარულად მიიღოს ნაწილ-ნაწილ.

კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებშიც შეიძლება ამ თანხის გამოყენება. ეს „სხვა შემთხვევები“ მოიცავს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში თანხის მემკვიდრისთვის გადაცემასა და ა.შ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულო არაა. დამსაქმებლებს ფინანსურად არ აწყობთ ეს სქემა, ვინაიდან დამატებით 2%-ის გადახდა უწევთ და შეიძლება დასაქმებულის 2%-იც მათი გადასახდელი იყოს, რათა დასაქმებულებს ხელფასი არ შეეცვალოთ. სწორედ ამიტომ კრძალავს კანონი ზეგავლენის მოხდენას დასაქმებულზე.

გახსოვდეთ, ეს პოსტი მხოლოდ ზოგადი შინაარსისაა. თქვენს ბიზნესზე უკეთ მორგებული რჩევებისთვის აჯობებს პროფესიონალ იურისტებს მიმართოთ.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ.