დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობის წესები

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიზანია, რომ საქართველოს რეზიდენტებმა საკუთარი პენსია წლების განმავლობაში თავად დააგროვონ და როდესაც საპენსიო ასაკი მოუწევთ, უკან დაიბრუნონ ეს თანხა.

საპენსიო სქემა ცვლის საშემოსავლო გადასახადის გამოთვლის საბაზისო თანხას და, შესაბამისად, დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების ხელზე ასაღებ თანხასა და დამსაქმებლების ხარჯებსაც.

შესაბამისად, ახალი სისტემის ცოდნა სჭირდებათ არა მხოლოდ კერძო პირებს, არამედ – ორგანიზაციებსაც, კერძოდ კი იმ თანამშრომლებს, რომელთაც კომპანიაში ხელფასების დაანგარიშება და გაცემა ევალებათ. ასეთი თანამშრომელი შეიძლება ბუღალტერი, ფინანსისტი, ხელფასების მენეჯერი, ან HR თანამშრომელი იყოს.

ამ პოსტით თქვენ გაიგებთ როგორ უნდა გამოითვალონ ამ თანამშრომლებმა ხელფასები საპენსიო რეფორმის შემდეგ.

ჯერ ავხსნათ ის, თუ ვინ იღებს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობას.

სქემა ეხება მას, ვინც აკმაყოფილებს 3 მოთხოვნას:

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებენ, არსებობს განსხვავებები. ზოგიერთისთვის მასში ჩართვა სავალდებულოა, ზოგისთვის ნებაყოფლობითი, ზოგი კი – ავტომატურად ერთვება, მაგრამ აქვს გამოსვლის უფლება.

სავალდებულო არის მისთვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ 4 მოთხოვნას:

ნებაყოფლობითი არის მისთვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ 3 მოთხოვნას:

ავტომატურად ერთვება, მაგრამ აქვს გამოსვლის უფლება* მას, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ 4 მოთხოვნას:

*აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ დასაქმებული დატოვებს საპენსიო სქემას, ხელახლა გაწევრიანება მისთვის ნებაყოფლობითი ხდება, მაგრამ სქემის მეორედ დატოვებას ის ვეღარ შეძლებს. ანუ, დატოვებისა და შემდეგ უკან დაბრუნების შემდეგ, მონაწილეობა მისთვისაც სავალდებულო გახდება.