კომპანიის ისტორია
ჩვენს გუნდში 50-ზე მეტი კომპეტენტური პროფესიონალი მუშაობს. ვაბაკო საქართველოში ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერი პროვაიდერია, რომელიც 2014 წლიდან ეხმარება ქართულ და უცხოურ კომპანიებს პროცესების გაციფრულებაში.
ღირებულებები
ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა ჩვენი თანამშრომლებია. ვცდილობთ, შემოვიმატოთ გავაძლიეროთ ადამიანები, რომელთაც სურთ წარმატების მიღწევა და შეუძლიათ რთული გამოწვევების დაძლევა.
ჩვენი უმთავრესი მიზანი ბიზნესზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტის შეთავაზებაა. მიზანი მიღწეული იქნება, თუ სისტემა მომხმარებლებს ფინანსურ ღირებულებას და გრძელვადიან სტრატეგიულ წარმატებას მოუტანს.
ხარისხი უმნიშვნელოვანესია და არ ვცნობთ კომპრომისებს. ხარისხი ნიშნავს მრავალფუნქციურ, მარტივ, გასაგებ და დახვეწილ სისტემას, რომელიც უსაფრთხო, სტაბილური და სწრაფია. ვცდილობთ, ყოველდღიურად უფრო მივუახლოვდეთ სრულყოფილებას.
ფინანსური ზრდის გარეშე ვერც ჩვენს პარტნიორებს მოვუტანთ წარმატებას. გრძელვადიანი სტაბილურობა საშუალებას გვაძლევს, გუნდში დავიმატოთ საუკეთესო თანამშრომლები, ვიყოთ ინოვაციურები, შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და უზრუნველვყოთ მომხმარებლების წარმატება.
ვაბაკოს დაარსება
სამედიცინო მიმართულების განვითარება
მარაგების მართვის პროდუქტი
HR მიმართლების ჩამოყალიბება
ექიმოს ისტორია
მომავალი
თანამშრომლები
ჩვენს გუნდში 50-ზე მეტი კომპეტენტური პროფესიონალი მუშაობს.
როგორი უნდა იყო რომ გახდე ვაბაკოს თანამშრომელი?
- იყავი გულწრფელი და პასუხისმგებლობიანი
- გააკეთე ბოლომდე და არა დამაკმაყოფილებლად
- მოუტანე სარგებელი კლიენტს და არ უბრალოდ დასრულებული ამოცანა
- განვითარდი და გაიზარდე ყოველდღიურად
- იყავი მეგობრული და პირდაპირი
პოპულარული პროფესიები ჩვენთან
- პროდუქტების მენეჯერი
- პროგრამული უზურნველყოფი ინჟინერი
- ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი
- პროექტების მენეჯერი
- დანერგვის კონსულტანტი
- ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი