დასაქმებულის ორსულობა-მშობიარობა

საქართველოს შრომის კოდექსის მინიმალური დღეების რაოდენობა ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის მიზეზით აღებულ შვებულებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ცხრილში:

ორსულობის გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

გართულებული ორსულობის გამო – ანაზღაურებადი 200 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

ორსულობის გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

მშობიარობის გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

ტყუპებზე მშობიარობის  გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

ბავშვის მოვლი გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

ერთ წლამდე ასაკის ბავშვის მოვლი გამო – ანაზღაურებადი 183 კალედნარული დღე –  ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღე

ანაზღაურებადი ნიშნავს ერთჯერად 1000 ლარს, რომელსაც სახელმწიფო იხდის.

დავუშვათ, ელენემ ორსულობის მიზეზით შვებულება აიღო და სამსახურში ორი თვე არ დადიოდა. ვთქვათ, ეს ორი თვე ივნისი და ივლისი იყო. ივნისში 30 კალენდარული დღეა, ხოლო ივლისში – 31. ანუ, ელენემ 61 კალენდარული დღე გააცდინა.

განვიხილოთ ორი შემთხვევა ამ სიტუაციაში:

მაგალითი #1

ელენეს ფიქსირებული ხელფასი 400 ლარია. ის ივნისსა და ივლისში 800 ლარს აიღებდა რომ არ გაეცდინა. რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო?
სახელმწიფო მას სრულად აუნაზღაურებს თანხას, რადგან ჯამურად მისი ასაღები ხელფასი 1000-ს არ აღემატებოდა.

400 * 2 = 800
800 < 1000

მაგალითი #2

ელენეს ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარია. მას ივნისსა და ივლისში 2000 ლარი უნდა აეღო, რომ არ გაეცდინა. რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო?

სახელმწიფო მას მხოლოდ 1000 ლარს მისცემს რადგან ეს მაქსიმუმია, რასაც იგი ანაზღაურებს.

1000 * 2 = 2000

2000 > 1000

განვიხილოთ ოდნავ განსხვავებული შემთხვევაც, როდესაც ელენეს საშვებულებო ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები გამოსდის:

 

მაგალითი #3

ელენემ ორსულობის გამო შვებულება აიღო და სამსახურში 214 კალენდარული დღე არ დადიოდა. ვთქვათ, ელენეს თვიური ხელფასი 140 ლარია. რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო? 

ანაზღაურებადი მხოლოდ 183 დღეა. 183 დღე იგივეა 6 თვეა, ანუ, ელენეს ჯამური ანაზღაურება 840 ლარი უნდა ყოფილიყო, რადგან

140 * 6 = 840

840 < 1000

ელენეს 183 დღეზე მეტი არ აუნაზღაურდება არცერთ შემთხვევაში. ელენემ 214 დღე გააცდინა, რაც იგივე 7 თვეა.

140 * 7 = 980

980 < 1000

 

მიუხედავად იმისა, რომ მისი 7 თვის ხელფასიც კი 1000 ლარზე ნაკლები გამოდიოდა, სახელმწიფო მას მხოლოდ 6 თვეს აუნაზღაურებს, რადგან არა მხოლოდ თანხას (1000 ლარი), არამედ დღეების რაოდენობასაც (ამ შემთხვევაში – 183 კალენდარული დღე) ენიჭება მნიშვნელობა.

სახელმწიფო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებს ამ ტიპის შვებულებებს, კომპანიებს კი ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, კეთილი ნებით ამას ხშირად აკეთებენ. შესაბამისად, იმ კომპანიაში დასაქმებულმა ადამიანებმა, რომლებიც ამ შვებულებებს ანაზღაურებენ, შესაძლოა, სახელმწიფოსგანაც და კომპანიისგანაც მიიღონ ანაზღაურება. 

რამდენიმე გავრცელებული პრაქტიკაა რამდენიმე თვის ხელფასის სრულად გადახდა დასაქმებულისთვის, ზოგი კომპანია მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ნახევარს, ზოგი კი – მთელი პერიოდის ხელფასს სრულად ანაზღაურებს.